პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ მიმართვას აფასებს.
ვოლსკის განცხადებით, ბოლო პერიოდში, ერთობის განცდამ ძალიან მოიკოჭლა.
მისივე თქმით, პარტიული მართვის სისტემა შეირყა და ვერტიკალია მოშლილი.
„ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმის მომასწავლებელი იყო, რომ ამ ყველაფერს გამოსწორება სჭირდება. დღეს საუბარია რესურსების გაძლიერებაზე.
მოსაგვარებელია ბევრი ის სამართლებრივი საკითხი, რაც “ქართულ ოცნებას“ მძიმე მემკვიდრეობად ერგო. საჭიროა სწრაფი მოქმედებები, რასაც ხელისუფლება მოისაკლისებს. ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც მართვის სისტემას ეფექტურად დაალაგებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.