აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – ერთი დოლარის 2.73 ლარი ღირს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – დოლარის ოფიციალური ფასი ეროვნულ ბანკში დღეისთვის 2 ლარი 72 თეთრია. სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარი ლარი 2 ლარი 74 თეთრი ღირს.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, აქ ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 76 თეთრს აღწევს.~

ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის შეფასებით, თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ფასების ზრდა გარდაუვალია.

“თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება გარდაუვალია ფასების ზრდა და ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე, მით უფრო რომ შეჭირვებულია მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი,”-განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.

იტვირთბა....