ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მის ყოფილ მეუღლეზე ირაკლი კოდუაზე და მის შეწყალებაზე საუბრობს.
ასევე ის აცხადებს, რომ ახალია და მერაბიშვილი ციხიდან მალე გამოვლენ.
“გაირკვა, რომ ბაჩოც და ვანოც უარს ამბობენ შეწყალებაზე. მიშაზე მიმდინარე საქმეა და ფიზიკურად ვერ შეიწყალებს გრიგოლ ვაშაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში. ყველაზე მეტად მინდა საბასთან ჩამოვიდეს მისი მამა, მაგრამ ირაკლიზეც საქმეა აღძრული, რაც ნიშნავს იმას, რომ მისჯილ საქმეებზე რომც შეიწყალონ, აქ ჩამოსვლის შემთხვევაში 9 თვე ჩაჯდომა მაინც მოუწევს, რაც არ მგონია უნდოდეს, მაგრამ ეს ყველაფერი სხვა თემაა.
ხალხნო, ძალიან მალე ბაჩოც და ვანოც გამოდიან ციხიდან. 7 წელია უკვე იხდიან სასჯელს და სამუდამოდ მათ, ვერავინ გამოკეტავს ციხეში. სულ რომ ყველა ქურდმა, ერთად დაწეროს ჩვენება. არ გიმხელენ მგონი ამ ამბავს და სიცრუეში რომ არ იცხოვროთ, უნდა შეგატყობინოთ.
P.s. ისე, მანიაკების შეწყალებაზე რომ აღშფოთდებით, გაიხსენეთ რომ 8 წლის ბავშვის მკვლელი პედოფილი ავადმყოფი, სწორედ თქვენმა ხელისუფლებამ “შეიწყალა” ამინისტრიით და მერე ხომ საერთოდ, გარეთ გამოვიდა!
აა, ეს ამბავი ხომ გორში მოხდა და თქვენ არ გეხებათ” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსნებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აანონსებს. ამ განცხადებას ბაჩო ახალაია, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურნენ და შეწყალებაზე უარი განაცხადეს.