aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვისი რა შესაწყალებელი მჭირს, ვიღაცაში გერევით…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რუსთვი 2-ის გადაცემა არჩევნებში, მის შეწყალებსთნ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას არავის შესაწყალებელი არაფერი სჭირს

ვისი რა შესაწყალებელი მჭირს, თქვენ ალბათ, ვიღაცაში გერევით. არც პრეზიდენტ მარგველაშვილს არ მივმართე  და არც პრეზიდენტ ვაშაძისთვის ვაპირებ შეწყალებაზე თხოვნით მიმართვას. მე თითზე დასახვევი არ წამიღია საქართველოდან არაფერი. რაც კი გამაჩნდა ყველაფერი ჩავდე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რომლიც ჩემი საკუთრებაც კი არ არის, წიგმები საკუთარი ხელით ჩავიტანე.

ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ სადაც ცხოვრობა ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში და ბევრად უფრო რთულ მატერიალურ პირობებში. მე არცერთი დანაშაული არ მიიძღვის საქართველოს წინაშე გარდა იმისა, რომ ავაშენე ქართული სახელმწიფო. რაზე უნდა მივმართო შეწყალებაზე? უკაცრავად ქართული სახელმწიფო ავაშენთქო? მეტი საქმე არა მაქ . მე არ ვაპირებ შეწყალების თხოვნას . პირდაპირ ვაცხადებ რომ გრიგოლ ვაშაძეს არ მოუწევს ჩემი შეწყალება. მე ვაპირებ ჩემი უფლებების სამართლებრივად დაცვას, როცა საქართველოში იქნება ნორმალური, ივანიშვილისგან გათავისუფლებული სასამართლო და მე ამას მივაღწევ.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაშაძის განცხადებით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ახალაიებსა და სხვა პატიმრებს შეიწყალებს.

 

იტვირთბა....