პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში 7 ნოემბრის მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა იმ პერიოდში ბადრი პატარკაციშვლთან ერთად ისრაელში იმყოფებოდა.
“გავიმეორებ – 7 ნოემბერი ბადრისთან ერთად გავატარე ისრაელში. 8-ში თბილისში ჩამოვედი, მიუხედავად ჩემი მეუღლის გაფრთხილებისა, რომ აუცილებლად დამიჭერდნენ. 10-ში გენ. პროკურატურაში დამკითხეს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე და მას შემდეგ 5 იანვრამდე (არჩევნების დღე) ფაქტობრივ შინა პატიმრობაში გავატარე ათიოდე სოდის თანამშრომლით ალყაშემორტყმულმა..
ახლა მთავაზობენ, გავიხსენო 7 ნოემბერი და გავაპროტესტო ძალადობის დაბრუნება.
მე ისედაც მახსოვს.
ერთი კითხვა მაქვს ჩემს მაშინდელ მეგობრებთან – ვისთან ერთად და რა ფორმით გავაკეთო ეს?
მათ თვითონ როგორ მიაჩნიათ – რა უფრო დიდი პრობლემაა, ქუჩაში დარჩენილი სისტემის ნამსხვრევები, თუ მათთან გადმობარგებული კოლექტიური მურუსიძე, რომელმაც გარყვნა და თავის თავზე მოირგო დღევანდელობა.
მიმოიხედეთ თქვენს გვერდზე, ზემოთ, ქვემოთ რა ხდება.
გირჩევთ, ჯერ საკუთარი სახლის დალაგებაზე იზრუნეთ და მერე დაიწყეთ ქუჩის დაგვა. სხვა შემთხვევაში, თქვენც ჭუჭყი შეგჭამთ” – წერს გია ხუხაშვლი სოციალურ ქსელში.