არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძველი „ნაცმოძრაობის“ ნაწილების გაერთიანება გასაკვირი არაა, მათ ძალაუფლებისადმი დაუოკებელი სწრაფვა აერთიანებთ”

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გიგი უგულავას განცხადებას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრის შესახებ ეხმიანება.

როგორც ზოიძე აღნიშნავს, ძველი „ნაცმოძრაობის“ ნაწილების გაერთიანება მისთვის არ არის გასაკვირი.

„ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნაწილების გაერთიანება ჩემთვის არ არის გასაკვირი. საერთო წარსულის გარდა, მათ აერთიანებთ ერთი უმთავრესი –ძალაუფლებისადმი დაუოკებელი სწრაფვა და მისი მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ისინი აბსოლუტურად ყველაფერს გაწირავენ – ფასეულობებს, ღირსებას, სინდისს და მით უმეტეს, ქვეყნის ბედს. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა – როგორც კი ძალაუფლების მოახლოების ან მოპოვების რაღაც მიზერულ შანსი დაინახეს, მაშინვე განსხვავებები გაქრა და ყველა ისევ მშობლიურ წიაღს დაუბრუნდა.

190 000-მა ადამიანმა მისცა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს ხმა არჩევნებში და ამ ადამიანებმა დაინახეს, იქ არის უკვე ოქრუაშვილი, ბერძენიშვილი, ვაშაძე. ყველა, ვინც ამ გაერთიანებას უკვე მისცა ხმა, მხარს აღარ დაუჭერს – ვინც დაიჯერა რომ „ევროპულმა საქართველომ“ ბოდიში მოიხადა, გადასხვაფერდა. მათ მართლა შემოიყვანეს ახალი, შედარებით ნათელი სახეები თავის დროზე, რომლებსაც არ უწვალებიათ ადამიანები და არ მიუღიათ დანაშაულში მონაწილეობა, მაგრამ ყველაფერ ამას ხაზი გადაუსვა მათმა ნაბიჯმა. დღეს გიგი უგულავამ, ოთარ კახიძემ რაც უნდა წერონ, „წითელი ხაზებიო“, რეალურად, ეს ნიშნავს დაახლოებით იმავე ანალოგიას – მე ჰიტლერს მხარს ვუჭერ, მაგრამ ფაშისტებს და მუსოლინის არაო. დაახლოებით ასეთ რაღაცაზეა საუბარი, როდესაც ოქრუაშვილზე ამბობენ, რომ მას მხარს არ უჭერენ, მაგრამ მხარს უჭერენ ვაშაძეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პრეზიდენტობის კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. აღნიშნულზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან არის პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი.

იტვირთბა....