არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაინდრავა: წარმოუდგენელია, რომ მოძალადეები, მწამებლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, წარმოუდგენელია, მოძალადეები, მწამებლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში და მჯერა, ამას ყველა გრძნობს.

როგოც მან ვერის ბაღში, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან,  მისვლისას აღნიშნა, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ დაუშვებს სიძულვილს, ტყუილს, ბოროტებას, რამაც ცხრა წლის განმავლობაში ჩაახშო თავისუფალი ქართველი ხალხის ნება და სურვილი, წესიერ ქვეყანაში ეცხოვრათ.

“ისევ ცდილობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ეს ძალა. ეს ყოვლად უპერსპექტივოა და ამას დაადასტურებს უახლოესი დღეები და რაც მთავარია, არჩევნები. წარმოუდგენელია, რომ მოძალადეები, მწამებლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში და მჯერა, ამას ყველა გრძნობს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს გაიხსენებენ.

შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.

 

იტვირთბა....