„ქართული ოცნების“ ოფისში წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება – პარტიის ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან.
შეხვედრას, სავარაუდოდ, თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი კახა კალაძე გაუძღვება.
შეგახსენებთ, რომ როგორც უმრავლესობის წევრებმა დაანონსეს, სპეციალური შტაბები მოსახლეობასთან შესაბამისი გზავნილებით შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ.