საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას საკონსტიტუციო სასამაართლოსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ არის საკითხები, სადაც შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგულაცია მოხდეს.
“საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია განსაზღვრულია, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ძირითადი კანონით ანუ კონსტიტუციით. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა სამართლებრივი აქტით ვერ შეუზღუდავ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, იმ საკითხების რეგულაციების უფლება გაქვს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. ძირითადი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორიცაა კანონების კონსტიტუციორობა, მთავრობის აქტების კონსტიტუციურობა, არჩევნების კონსტიტუციურობა, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერ შეზღუდავ.
საკონსტიტუციო სასამართლომ, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, საკმაოდ აჟიტირებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პირადი განვითრების მიზეზით, პირად სირცეში მავნე ზემოქმედების მქონე ნივთიერების მოხმარება დაასაბუთა. ამიტომ, ჩემთვის პირადი განვითარება და მავნე ზემოქმედება წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილის ცნობიერებაში, ამიტომაც გახდა ეს აქტი სალაპარაკო და გასაკიცხი. ასე, რომ საკითხი მარტივი არ არის”, – აცხადებს ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში ირაკლი კობახიძე და შსს მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდნენ. შეხვედრისას შედგა შეთნხმება და პარლამენტიდან გამოწვეულ იქნება კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი.
კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლო, ნარკოპოლიტიკის კუთხით, ჩარჩოებში მოექცეს.