ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოს უახლეს ისტორიაში რევანშისტული პოლიტიკური ძალა “ნაციონალური მოძრაობაა”

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში  ძალადობრივი და რევანშისტული პოლიტიკური ძალა ნაციონალური მოძრაობაა.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში გახლავთ მხოლოდ ერთი ძალადობრივი და რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომელმაც საზოგადოებას თავი სწორედ ამ თვალსაზრისით დაამახსოვრა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ის პროპაგანდისტული მექანიზმი, რომელსაც ის ხშირად იყენებს. 2012 წლიდან საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის მაღალი ხარისხის გარანტი გახლავთ სწორედ „ქართული ოცნება“ და ეს სტანდარტი ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დეღს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე პრესკონფერენცია გამართა.

იტვირთბა....