ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რესპუბლიკური პარტიის” მხარდაჭერა ინტელექტუალურ წვლილს შეიტანს “წინასაარჩევნო კამპანიაში”

ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „რესპუბლიკურ პარტიას“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, “რესპუბლიკური პარტიის” მხარდაჭერა მორალურ და ინტელექტუალურ წვლილს შეიტანს წინასაარჩევნო კამპანიაში.

“რესპუბლიკურ პარტიასთან“ ისეთი საკითხები განვიხილეთ, სადაც თანხვედრა გვაქვს, ეს არის ევროპული ინტეგრაცია, ატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის სასამართლოს გადაუდებელი რეფორმა, ეს არის შეწყალება და ამნისტია იმ ადამიანების, რომლებიც ახლა ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე ციხეში იმყოფებიან. „რესპუბლიკური პარტია“ და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის საქართველოში, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული იმ სისტემის დემონტაჟისთვის, რომელიც, ნებსით თუ უნებლიედ, ბადებს ერთპიროვნულ ან ერთპარტიულ მმართველობას”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას ახლა არჩევნების მოგების შანსი აქვს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.

პოლიტიკური რეფორმები გვჭირდება სასწრაფოდ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ საკითხში ჩვენ და „რესპუბლიკურ პარტიას“ ერთი აზრი გვაქვს. „რესპუბლიკურ პარტიას“ უზარმაზარი ელექტორალური გამოცდილება აქვს, რომელიც ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროიდან მოდის”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ მხარს.

იტვირთბა....