ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სააკაშვილის დროს ჩემთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერები არ ყოფილა”

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილის დროს მასთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერები არ ყოფილა, გამოქვეყნდა მისი საუბარი რუსეთის საელჩოსთან, რაც აპატია.

ჟურნალისტებმა ლევან ბერძენიშვილს შეახსენეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და ჩანაწერებიც გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა მას კითხეს, აპატია თუ არა ეს ფაქტი „ნაციონალურ მოძრაობას“.

მე შემიძლია გითხრათ, რომ თავის დროზე გამოქვეყნდა ჩემი საუბარი რუსეთის საელჩოსთან, რომელიც არანაირი ფარული არ იყო, სრულიად ღია საუბარი იყო იმაზე, გამოვდივართ თუ არა დსთ-დან. დიახ, ბრალი დამდეს და ამიტომ მივმართე ბატონ გრიგოლს თავსი დროზე „ფეისბუქით“. მადლობელი ვარ, რომ მან მიაქცია ამას ყურადღება, გავერკვიეთ ამ საკითხში, რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნია თავისი ის საქციელი სწორად. საერთოდ, ბოდიშს ვინც მოიხდის, იმას უნდა აპატიო. მე ვფიქრობ, რომ არ არის იოლი, საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი ხარ თუ სხვანაირი, სპეციალურად მიხვიდე კაცთან და მოუბოდიშო, არ არის იოლი დ ამე ამას ვთვლი, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ადვილი არ იქნება.

პროგნოზი არის ის, რომ ოპოზიციური კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს და გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდება“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებთან კონსულტაციები დღეს გაიმართა. შეხვედრას პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც დაესწრო.

იტვირთბა....