ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი აბდალაძე გრიგოლ ვაშაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისგან ბოდიშის მოხდას ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ითხოვს.

გიორგი აბდალაძე გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს, დაუსახელოს რა სტენოგრამა იქნა მოპარული საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რა შინაარსი იყო მასში და თუ ამ მასალის გატანა მოხდა, რატომ არ გადადგა თანამდებობიდან ვაშაძე.

ფოტოგრაფი პროკურატურას სთხოვს, გასაჯაროვდეს გრიფი და გაირკვეს, რა მასალებზეა საუბარი.

აბდალაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე რუსეთთან დაახლოებული პირია. პრესკონფერენციაზე მან ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საპრეზიდენტო კანდიდატის ძველი ინტერვიუ წარადგინა, სადაც ვაშაძე რუსეთთან დამოკიდებულებაზე საუბრობს.

გიორგი აბდალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ მისცენ ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს.

გრიგოლ ვაშაძე თურმე არ მიცნობს, მე ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაახლოებით ერთი წელი. მე პირადად ბრალს ვდებ გრიგოლ ვაშაძეს, არ ეყო კაცობა, ვანო მერაბიშვილისთვის ეთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან არაფერი დაკარგულა. მე ბრალად მედებოდა მიხეილ სააკაშვილისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის სტენოგრამის აღება, თითქოს ეს გრიფით საიდუმლო დოკუმენტი იდო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ოთახში. სხვათაშორის იმ ოთახში 15 თანამშრომელია ერთდროულად. დღეს, როდესაც საუბარია, რომ ამ ადამიანს პრეტენზია აქვს საქართველოს პრეზიდენტობაზე, ყველამ უნდა იცოდეს, ეს ადამიანი უნამუსოა. ჩვენთან მიმართებაში ბოდიში აქვს მოსახდელი. ყველამ უნდა ვუთხრათ უარი ამ ადამიანს, მოღალატეს. მე და ჩემმა კოლეგებმა რაც გადავიღეთ, ის აღარასდროს უნდა განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა აბდალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფიო გიორგი აბდალაძე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ჯაშუშიბის ბრალდებით ციხეში იჯდა.

იტვირთბა....