არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავითულიანი: ორშაბათიდან ვიწყებთ აქტიურად გასვლას მოსახლეობაში

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, პარტიის ლიდერები ორშაბათიდან მოსახლეობაში აქტიურად გავლენ.

მისივე თქმით, თბილისის შტაბის ხელმძღვანელობა დედაქალაქის მერმა ითავა.

“ორშაბათიდან ვიწყებთ აქტიურად გასვლას მოსახლეობაში, მათ შორის პარტიის ლიდერები – ქალაქის მერმა ითავა თბილისის შტაბის ხელმძღვანელობა მეორე ტურისთვის. აქტიურად გავალთ მოსახლეობაში, ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს, მათ გასაჭირს მივიტანთ გულთან ახლოს და მათ პრობლემებს გავცემთ სათანადო პასუხს“. – განაცხადა დავითულიანმა.

იტვირთბა....