არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი: “ხუთიანის მოხაზვას ყველაზე დიდ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი”

„მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის არჩევანმა, სიჯიუტემ და უტიფრობამ გააცოცხლა“, – ამის შესახებ ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ თავს მარსელები დაგვესხმებიან, შესაძლოა, მისი მოკავშირე პუტინიც კი გახდეს.

„სალომე ზურაბიშვილი მარსელივით დაგვესხა თავს და ვაშაძე ჩემი მოკავშირე ამიტომ არის, თორემ დღეს ხუთიანის მოხაზვას ყველაზე დიდ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის არჩევანმა, სიჯიუტემ და უტიფრობამ გააცოცხლა. საზოგადოების უმრავლესობამ, დიდმა ნაწილმა, უარი უთხრა ივანიშვილის კანდიდატს და რეალურად, ეს სალომე ზურაბიშვილისთვის ნათქვამი უარიცაა და ბიძინა ივანიშვილისთვის ნათქვამი უარიც.

სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის კონკრეტულ საფრთხეს შეიცავს. ვაშაძეს კი აქვს ნათქვამი, რუსული კულტურის კაცი ვარო და მისი პრეზიდენტობა საშინლად არ მინდა, მაგრამ მისი ეს სიტყვები ჩვენს უსაფრთხოებას ზიანს ვერ მიაყენებს, სალომე ზურაბიშვილის 2008 წლის ომთან დაკავშირებით ნათქვამი სიტყვები კი, მიაყენებს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

იტვირთბა....