ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პოლონელი გოგოს გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული მამუკა ხეცურიანი დააკავეს (ვიდეო)

პოლონეთში ქალის მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე  მამუკა ხეცურიანი, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა, კიევში დააკავეს.

როგორც პოლონური მედია იუწყება, დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც პოლონურმა, ასევე, ქართულმა კრიმინალურმა სამსახურებმა.

39 წლის მამუკა ხეცურიანი ინტერპოლით ძებნილი  28 ოქტომბრიდან იყო.

შეგახსენებთ, რომ პოლონური მედიის ცნობით, ხეცურიანმა ქალი მიიყვანა საერთო საცხოვრებელში, სადაც მშენებლობაზე მომუშავე უცხოელები ცხოვრობდნენ. სამართალდამცავების მონაცემებით ქალი ცემით მოკლეს და დამნაშავეები სექსუალური მოტივით მოქმედებდნენ. სიკვდილის მიზეზი კისერში მახვილი საგნის, სავარაუდოდ დანის დარტყმა გახდა. ქალის მკვლელობის შემდეგ, მისი ცხედარი დაანაწევრეს და ტყეში გადამალეს. გვამის აღმოჩენა 5 დღის შემდეგ მოხერხდა, ქალის ვინაობა დნმ-ის ანალიზის შედეგად დაადგინეს. ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: საქართველოს და ბელორუსის მოქალაქეები.

https://twitter.com/twitter/statuses/1057891371145666560

იტვირთბა....