ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ხდებოდა ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ვიდეო)

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის პარალელურად გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარია ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.

კითხვაზე რა თემაზე ესაუბრა ნასარია დეპუტატებს, გუბერნატორმა მოკლე კომენტარი გააკეთა, რომ საუბარი იყო მიმდინარ3ე საკითხევზე.

დამატებით კითხვაზე ოზურგეთის პირველმა პირმა საუბარი არ ისურვა და მედიასთან კომუნიკაციას გაექცა. ნასარაიასაგან განსხვავებით კითხვებს უპასუხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. როგორც დავით დარჩიამ განაცხადა, უმრავლესობის დეპუტატების და გუბერნატორის შეხვედრის საუბრის თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.

შეგახსენებთ, რომ  უმრავლესობის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას პრეაიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა გუშინაც გაიმართ. როგორც ქართული ოცნების ლიდერებბა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს, სავარაუდოდ შეხვედრაზე საუბრაი იყო საკადრო ცვლილებებზე.

იტვირთბა....