aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რაზე ისაუბრეს „ქართული ოცნების“ ოფისში – გია ვოლსკი პირველ კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ვისაუბრეთ პოზიტივზეც და ნეგატივზეც“ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, გარკვეული ხარვეზები არსებობს.

„ვილაპარაკეთ ყველა თემაზე, პოზიტივზეც , ნეგატივზეც. არის საკითხები, რომელიც ეხება საარჩევნო ტექნოლოგიებს, არის ხარვეზებიც: აქტივობა, ჩართულობა, გუნდის ძველი წევრების აქტიური ჩართულობა, საერთოდ ჩაურთველობა, კოორდინატორების აქტიური მუშაობის აუცილებლობა და ა.შ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან.

შეხვედრას პრეაიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრება.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა გუშინაც გაიმართა.

იტვირთბა....