aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა მთავარი პოლიტიკა

საზოგადოება არჩევნებზე მივა იმისთვის, რომ რუსეთის კანდიდატს გამარჯვების საშუალება არ მისცეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„საზოგადოება არჩევნებზე მივა იმისთვის, რომ ევროპული მომავალი აირჩიოს“, – ამის შესახებ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა განაცხადა.
მისი აზრით,  მეორე ტურს სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად მოიგებს და ეს იქნება გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის.
„მომავალი მარტო ერთია: საქართველოს გამარჯვება! სხვა მომავალი არ არის! ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები ამ ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის. სალომე ზურაბიშვილი მოიგებს, ამ მოგებით კი მთელი საქართველო გაიმარჯვებს. არჩევნებზე საზოგადოება მივა იმისთვის, რომ სიმართლე და ევროპული მომავლის საქართველო აირჩიონ და რუსეთის კანდიდატს გამარჯვების საშუალება არ მისცეს“-განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

იტვირთბა....