ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ში დაბადებით მოქალაქეობის მინიჭება უნდა გაუქმდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დაბადებით მოქალაქეობის მინიჭება უნდა დასრულდეს.

მისი თქმით, აღნიშნული ქვეყანას მილიარდობით დოლარი უჯდება.

„მე სულ მეუბნებოდნენ, რომ ამისთვის საჭიროა კონსტიტუციის შეცვლა. ეს არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებაც. ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეიძლება ადამიანი ჩავიდეს, ბავშვი გააჩინოს და შემდეგ ეს ბავშვი ავტომატურად იღებს მოქალაქეობას და სარგებლობს ყველა უპირატესობით. ეს, უბრალოდ, სასაცილოა და უნდა დასრულდეს. ყოველწლიურად არალეგალი მიგრანტების ასობით ათასი ბავშვი ავტომატურად ხდება მოქალაქე ამ უგუნური პოლიტიკის გამო. ყველა მათგანი მაშინვე იღებს აშშ-ის მოქალაქეობის ყველა უპირატესობისა და სიკეთის უფლებას, რაც ქვეყანას ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი უჯდება”, _ აღნიშნა ტრამპმა.

იტვირთბა....