ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილს ფსიქიატრიული შემოწმება მოსთხოვოს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიული საავადმყოფო იმის გამო დაანგრია, რათა შემოწმება არ გაევლო.
„ჩვენ წყენა გვაქვს მმართველ გუნდზე, მართლაც არ აღდგა სამართლიანობა და უფრო თავმოწონების რეჟი იყო, ვიდრე იმის დანახება, თუ რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ მეორე რა გვაქვს? მეორე ისევ მიშა და მისი ეს შემადგენლობა, ისევ მიშას ჩამოყვანა, ისევ დაძაბულობა და რევანში. რებრენდირებულ და სახეშეცვლილ სააკაშვილს ვერავინ დაინახავს. მისი ნებისმიერი ფორმატით გამოჩენა, ეს არ იქნება კოჰაბიტაცია, ეს იქნება ანგარიშსწორება, სისხლისღვრა. არ დაიჯეროთ ამის შესახებ. ეს ადამიანი ავადმყოფია. მე მაგინეთ, მაგრამ მაგას მოსთხოვეთ ფსიქიატრიული შემოწმება. როდის ვეუბნებოდი: წამო მიშა, ერთად გავიაროთ შემოწმება საგიჟეთში – მეთქი და მაგის გამო ასათიანზე საგიჟეთი დაანგრია“, – განაცხადა ლევან მამალაძემ გადაცემაში „360 გრადუსი“.