რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
პრევენციის მიზნით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში დარჩება.