სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო 1 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“ვაკის რაიონი
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ფალიაშვილის და ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზრის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, V, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაინის, შავგულიძის, ქავთარაძის, ნადირაძის, იოსელიანის, ნუცუბიძის, შავიშვილის, თოფურიას, ფხაკაძის, ყიფშიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, ანჯაფარიძის, უნივერსიტეტის და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მაცხოვრებლებს.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და ქსნის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ილია ვეკუას, ბოჭორიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.