იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს, სადაც მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.
“ახლა ყველა მხრიდან რომ მაბულინგებენ ჩემი განცხადებების გამო, ქოცებს ნაცი რომ ვგონივარ და ნაცებს ქოცი, გამახსენდა ერთი ძველი ანეგდოტი. ის კარგად ასახავს მესამე ძალის მომლოდინე და მონატრებული ხალხის ფიქრებს: ტექნიკური უნივერსიტეტის (ГПИ)სტუდენტი ხმამაღლა რომ ამბობს და სიამოვნებით ჩაიცინებს: ცოლს ჰგონია რომ საყვარელთან ვარო, საყვარელს ჰგონია რომ ცოლთანო, მე კიდევ ოთახში ვზივარ და ვხაზავო”, – წერს დოლიძე.
ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ იმიტომ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე – ის არის პრობლემების მთელი პაკეტი. ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი – ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან ადამიანის უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო – რა ხდებოდა მაშნ ციხეებში, ამას ჩემი ლაპარაკი აღარ უნდა. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში – 2.7 რომ გვაქვს ახლა ლარის კურსი, იქნება 6.7. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს”, – აღნიშნული განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემა “360 გრადუსში” გააკეთა, რასაც საზოგადოების ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება მოყვა.