პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ სააკაშვლისნაცვალს გრიგოლ ვაშაძეს გულში რუსული პასპორტი აქვს დამარხული.
ქანთარიას თქმით, “ქართული ოცნება“ არ დაუშვებს რუსული მენტალიტეტის “მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით სააკაშვილი ზის, იმის შიგნით მერაბიშვილი და კიდევ შიგნით სხვადასხვა კალიბრის დამნაშავეები სხედან“ .
მინდა მოკრძალებით და ყოველგვარი მითქმა-მოთქმის გარეშე მივმართო საქართველოს მოქალაქეებს – განსაკუთრენით მათ, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს 2012 წლის გამარჯვებაში, იმ თანამებრძოლებს, ვინც 2012 წლამდე იდგნენ სიცივეში, ყინვაში, ხვდებოდათ ხელკეტები, რეზინის ტყვიები და 28 ოქტომბრის არჩევნებში არ მოვიდნენ და განზე დადგნენ. მესმის, მათი გარკვეული მიზეზები. ზოგს ალბათ ეგონა, რომ პირველივე ტურში მოხდება სრული გამარჯვება, მაგრამ უმთავრესი მიზეზი უსამართლობის შეგრძნება, წყენის დაგროვება და გულის გატეხვა იყო. ამაში ჩვენს თანამებრძოლებთან აბსოლუტურად თანაზიარი ვარ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.