ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოგწონთ ჩვენ მიერ შექმნილი დემოკრატია, მაგრამ ამის აღიარება არ შეგიძლიათ”

უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ შექმნილი დემოკრატია ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოს მოსწონთ, უბრალოდ ამას არ აღიარებენ.

ჩვენ ვხედავთ საკითხებს, რომელზეც ხალხმა თავისი პოზიცია გვითხრა. ამაზე იქნება ადეკვატური პოლიტიკური რეაქციები, როგორც მეორე ტურამდე, ისე მის შემდეგ.

მადლობა საზოგადოებას და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს. ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ მეორე ტურში. „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა და გუნდი, რომელიც ამ გამოწვევას უპასუხებს, გუნდი, რომელიც ხვალინდელ დღეზე იქნება პასუხისმგებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ასევე შეაფასა ახალქალაქში მომხდარი ფაქტი. მისი თქმით, ძალადობის ესკალაცია ვაშაძის მხარდამჭერებმა დაიწყეს.

იტვირთბა....