ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქუცნაშვილი – გედევანს ხმამაღალი განცხადებები ახასიათებს, ეს მისი სამუშაო სტილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას თანაგუნდელის გედევან ფოფხაძის განცხადებას აფასებს.

“გედევანს ახასიათებს ხმამაღლი განცხადებების გაკეთების სურვილი და ეს მისი მუშაობის სტილია. ასე, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაზე მის ნათქვამს მორიგ ხმამაღალ განცხადებად შევაფასებდი. ზოგადად, გრიგოლ ვაშაძე ვერ გაპრეზიდენტდება და აქედან გამომდინარე, არანაირი სამოქალაქო ომის საფრთხე არ არსებობს”, – აცხადებს ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფოფხაძის განცხადებით, ვაშაძის გაპრეზიდენტება სამოქალაქო ომისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი იქნება.

იტვირთბა....