ახალი ამბები მთავარი სამართალი

სარალიძე: საპატრულოს თანამშრომლებს წყობიდან გამოვყავარ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ის საპროტესტო აქციის გამართვას აგრძელებს.

მისივე თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წყობიდან გამოჰყავთ.

“ამ კარვების გამო 4-7 წლამდე პატიმრობა მემუქრება. წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს. აქცია გრძელდება. იმედია, მოსამართლეც მოგვცემს საშუალებას, რომ კარვები გავშალოთ. რა უნდათ ვეღარ ვხვდები, მაქვს უფლება კარვები გავშალო, რატომ მიკრძალავენ?,- განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სარჩელით ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმის გამო სარალიძე 26 ოქტომბერს, დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს 28 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურამ, ბრალის წარდგენის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოუხსნა.

ზაზა სარალიძე უკვე რამდენიმე კვირაა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს მოთხოვნით, რომ მისი მოკლული შვილის, დავით სარალიძის მკვლელი გამოავლინონ და დასაჯონ. სარალიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს მისი შვილის მკვლელებს.

იტვირთბა....