არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაშაძის გამარჯვება დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რადგან ციხიდან მაწმებლების გამოშვებას აპირებს”

ქართული ოცნების წევრის, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რადგან ვაშაძე ციხიდან “მაწმებლების გამოშვებას აპირებს”.

ნაციონალური მოძრაობა თავის სააკაშვილით, ვაშაძით და გაერთიანებული ოპოზიციით აცხადებს, უნდა გავიმარჯვოთო. ხალხს ეუბნებიან ღიად, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და შევცვლით ხელისუფლებას. თუ გადავხედავთ კონსტიტუციას და პრეზიდენტის კომპეტენციებს, ამის არანაირი უფლება არ აქვს პრეზიდენტს.

შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ სიმბოლური თანამდებობაა პრეზიდენტის და მხოლოდ კრიზისების დროს შესაძლოა მისი როლი განისაზღვროს, ისიც ფორმალურად. როდესაც ისინი ასეთ დაპირებებს იძლევიან, გამოხატავენ აგრესიას, საუბრობენ, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ – არა, საუბრობენ, რომ მწამებლებს და დამნაშავეებს გამოუშვებენ.

სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერანაირად ვერ დაბრუნდება, თუ არა რევოლუციური სცენარი. ამ მწამებლებს რომ გამოუშვებენ, ფონს რომ შექმნიან, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალონ, ეს ბუნებრივია, რევოლუციური სცენარია. რაც მათ აწყობთ. დაძაბულობის პირობებში ეკონომიკა გაჩერდება, ინვესტორი აღარ შემოვა.

ბიზნესმენს სააკაშვილის სახელს რომ უხსენებ, მაშინვე უნდა, რომ თავისი ბიზნესი გაყიდოს და გაიქცეს ქვეყნიდან. ამ ვითარებაში, პროცესი რომ დაიძაბება, სულ რომ არანაირი თანამდებობა არ მეკავოს, მე ვიქნები პირველი ჯარისკაცი ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, წამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს.

ჩვენი ბევრი მხარდამჭერი არ წავიდა არჩევნებზე, რადგან დარწმუნებული იყო გამარჯვებაში. ვითარება შეიცვალა და ხალხმა რეალურად დაინახა რა შეიძლება მოყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს. ერთ მხარეს დგას შეუსრულებელი ძალადობის სურვილი, მეორე მხარეს კი, დგას შეიძლება იდეალური ხელისუფლება არა, მაგრამ მშვიდობა, უსაფრთხოება და ქვეყნის განვითარება. ამ ვითარებაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ”, – თქვა სესიაშვილმა.

არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში არეულობა გედი ფოფხაძემაც დააანონსა.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური გაიმართება.

იტვირთბა....