ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოკერია: “გამოსავალი მარტივია – ზურაბიშვილმა უნდა მოხსნას კანდიდატურა”

ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მმართველ გუნდს ნერვებმა უმტყუნა, ზურაბიშვილმა კანდიდატურა უნდა მოხსნას.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ როგორ ჩანს მმართველი გუნდი ცრუ განცხადებები რომ მიმდინარეობს ევროპული სტილის კამპანია დასრულებულია.

მაშინ როდესაც, რომ გაირკვა, რომ  ქართველი ხალხის ნება არის ივანიშვილის წინააღმდეგ, მის მიერ შემოთავაზებული კანდიდატის წინააღმდეგ, როდესაც გაირკვა რომ კონკურენტუნარიანია არჩევნები, ამ ვითარებაში მთელი ეს ცრუ პროპაგანდა  ევროპულ კამპანიაზე დასრულდა ხელკეტებით, ოპოზიცურ პარტიაში შევარდნით და  ძალადობით ასლან აბაშიძის სტილში. ეს მეთოდები უქმნის სერიოზულ ხიფათს ჩვენს ქვეყანას მაგრამ ვერ გადაარჩენს ვერც ივანიშვილს, ვერც მის გუნდს ვერც სალომე ზურაბიშვილს. თუ ასე უმტყუნათ ნერვებმა არის მარტივი გამოსავალი, ქალბატონმა ზურაბიშვილმა მოხსნას კანდიდატურა,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეახსენებთ, რომ დღეს გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებს თავს ხელკეტებით შეიარაღებული პირები დაესხნენ. შტაბის წევრები ამბობენ, რომ თავდამსხმელები  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ, მათ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს და ოპოზიციის წევრებს ხელკეტებით გაუსწორდნენ.

 

იტვირთბა....