ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

წიკლაური – ნუ იჭიმებიან, გედის და ეგეთების რომ გვშინებოდა, აქამდე ცოცხლები აღარ ვიქნებოდით

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, რომ ხალხს ნუ ზაფრავენ.

“თავისუფალი ხალხის ტერორი და მუქარა სამოქალაქო ომის პერსპექტივით არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ნუ იჭიმებიან და ნუ ზაფრავენ ხალხს. გედის, ანრის, სესიაშვილის და ეგეთების რომ გვშინებოდა, აქამდე ცოცხლები არ ვიქნებოდით.

ქართული ოცნების პოლიტიკური ნეკროლოგი უკვე დაწერილია. თუ არ შეწყვეტენ ძალადობისკენ მოწოდებებს, დაიწერება მათი საბრალდებო დასკვნაც”, – წერს წიკლაური სოციალურ ქსელში/

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

იტვირთბა....