საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი ავრცელებს განცხადებას, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგოორც განცხადებაშია აღნისნული, ევროკავშირი ელოდება საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გასავითარებლად და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი ვალდებულებები შესასრულებლად.
„ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასების თანახმად, არჩევნები იყო „კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული“ და აძლევდა ქართველ ამომრჩეველს ნამდვილ ხმას.
გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა კამპანიის მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანიის წარმოება და ხისტი რიტორიკა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.