უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, გუბაზ სანიკიძემ “ქართული ოცნება ” მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს დავით უსუფაშვილისთვის რომ დაეჭირა მხარი პირველივე ტურში მოიგებდა არჩევნებს.
“ძალიან შეუფერებელი კანდიდატი დაასახელეთ თქვენ. ბიძინა ივანიშივილის პრობლემა ამაში გამოიხატება ზუსტად, რომ ოდნავ განსხვავებულ აზრს ვერ გუობს. დავით უსუფაშვილი მისთვის იყო ყველაზე კომფორტული პარტნიორი კოალიციაში. დავით უსუფაშვილს აქვს უნარი, საქმეზე ილაპარაკოს, ნაკლები სუბიექტური და უფრო მეტი ობიექტური. უსუფაშვილიც კი ვერ იგუა ბიძინა ივანიშვილმა. “ქართული ოცნების” პრობლემა არის ის ერთი კაცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ….“ქართულ ოცნებას” მხარი მაგალითად, დავით უსუფაშვილისთვის რომ დაეჭირა, საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა.”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური გაიმართება.