ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხაინდრავა შემხვდა თქვენი ტელევიზიის წინ”: გოცირიძემ ჟურნალისტს ყვავილები აჩუქა (ვიდეო)

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, გუშინ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ყვავილების თაიგულით მივიდა.

როგორც გოძირიძე სოციალურ ქსელში წერს, მას ეს თაიგული გოგო ხაინდარავამ გადასცა.

გოგა ხაინდრავა გადამეყარა TV პალიტრის ეზოში. ერთ ხელში შავი ტიტები ეჭირა, მეორეში ეს ყვავილები. მეხვეწა, ივანიშვილთან მივიჩქარი მისალოცად, ვერ ვასწრებ და ეს ყვავილები ქალბატონ ემას გადაეცითო. მიულოცეთ ჩემგანო. თუ რა უნდა მიმელოცა და როგორ განვითარდა ვმოვლენები, ამას აქვე ნახავთ” – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დღეს, შედეგების გამოცხადებამდე, რეჟისორა გიორგი ხაინდარავამ, პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების აღსანიშნავად ყვავილების თაიგუილი გადასცა. ამ ფაქტს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისე დაჭკნება ქართული ოცნება, როგორც ხაინდრავას მიერ ზურაბიშვილისადმი მირთმეული ყვავილები.

 

რომან გოცირიძე გადაცემა "360 გრადუსში"

რატომ მიართვა რომან გოცირიძემ "360 გრადუსის" წამყვანს ყვავილები?

Gepostet von TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews am Montag, 29. Oktober 2018

იტვირთბა....