29-31 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოდ დაბლობში +21, +26, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამისა და დილის სათეებში შედარებით ცივი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1-2 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი, ხოლო 1-2 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 29-31 ოქტომბერს +19, +21 გრადუსი იქნება, 1-2 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.