ავღანეთში გახსნილ საარჩევნო უბნებში „ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემით, მაზარი შარიფის საარჩევნო უბანზე 132 ხმიდან სალომე ზურაბიშვილმა – 63, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ – 45 ხმა მიიღო.
ბაგრამის საარჩევნო უბანს, 742 ხმიდან 334 სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, 216 კი – გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ყუთების გახსნამდე განაცხადა, რომ ავღანეთში გრიგოლ ვაშაძემ გაიიმარჯვა.