არჩევნები ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

გვარამია: “ქართული ოცნება” მორჩა

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ “ევროპულმა საქართველომ” ევროპულმა საქართველომ ახალი ფურცელი ჩაწერა ქართული პოლიტიკური კულტურის და სახელმწიფოს ისტორიაში.

“ამ არჩევნების ოთხი მთავარი დასკვნა:

1. “ქართული ოცნება” მორჩა

2. ქართველ ხალხს არ უყვარს რუსები და მისი ემისრები

3. “ევროპულმა საქართველომ” ახალი ფურცელი ჩაწერა ქართული პოლიტიკური კულტურის და სახელმწიფოს ისტორიაში

4. Edison Research არის როლს-როისი”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები 3703 უბანზე დათვალა, რაც თითქმის 100%-ია.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება.

ამავდროულად, “ევროპულმა საქართველომ” და “რესპუბლიკურმა” პარტიამ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს მხარდაჭერა.

 

 

იტვირთბა....