“ევროპული საქართველოს” წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში “გირჩის” ლიდერს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
“Zurab Japaridze ზურა, ცოტა ხანს გადავდოთ მარიხუანა და ლიბერტარიანიზმი. შენი, დათოს და ვაშაძის ერთობლივი ხმები, მაგალითად, მთაწმინდაზე, უკვე 50%-ზე ბევრად მეტია. გაგვიკეთე ისეთი განცხადება, ქე რომ ყველანი ველოდებით”, – წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები 3703 უბანზე დათვალა, რაც თითქმის 100%-ია.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი – 38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე – 10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება.
ამავდროულად, “ევროპულმა საქართველომ” და “რესპუბლიკურმა” პარტიამ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს მხარდაჭერა.
11 სექტემბერს “მეტრონომთან” ინტერვიუში ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მეორე ტურში ის საკუთარ ამომრჩეველს არავის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს.