არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

შარაშენიძე – ვითონ original პელესაც არ მოუგია არცერთი ტიტული მარტოს, სხვა ვარსკვლავების გარეშე

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 6 წლის წინ ბიძინა ალბათ მართლაც იყო ქართული პოლიტიკის პელე. მაგრამ თვითონ original პელესაც არ მოუგია არცერთი ტიტული მარტოს, სხვა ვარსკვლავების გარეშე.

“6 წლის წინ ბიძინა ალბათ მართლაც იყო ქართული პოლიტიკის პელე. მაგრამ თვითონ original პელესაც არ მოუგია არცერთი ტიტული მარტოს, სხვა ვარსკვლავების გარეშე.

მაზინიოებისა და ზინიოების ტვინი ბადრის და ჟვანიას “მკვლელობების” იქეთ არ წავიდა. ამ ბოდვამ ერთი დღეც ვერ იმუშავა და ამასობაში ვალდირ პერესმა რამდენიმე სამარცხვინო გოლი გაუშვა.

მსაჯის მოსყიდვაც აღარაა ისე იოლი ვიდეო რეფერის ეპოქაში”, – წერს შარაშენიძე.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები 3703 უბანზე დათვალა, რაც თითქმის 100%-ია.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....