„გუშინ ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა “ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს და მმართველ გუნდს „მეცადინეობისკენ” მოუწოდებს.
„გუშინ ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა “ქართულ ოცნებას” – ზაზა სარალიძის ტკივილისთვის, ვანო ზარდიაშვილის მორალისთვის მუხთარლის თბილისიდან გაქრობისთვის, 2008 წლის ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, მურუსიძის სამართლისთვის, გაღარიბებისთვის და გამდიდრებული ბანკებისთვის, 400 ლარიანი მონური სამსახურებისთვის, მიშვებული პროკურატურისთვის, უღირსი სიბერისთვის, განათლების მაგივრად კანაფის პოპულარიზაციისთვის, თეა წულუკიანის სარკაზმისთვის, სესიაშვილის სასახლისთვის, საკუთარი ბანკირების მინისტრებად დანიშვნისთვის, უმუშევრობის და აყვავებული ნეპოტიზმისთვის, კობახიძის თავხედობისთვის. წადით ახლა, გადაშალეთ მათემატიკის წიგნი, ციფრებს დახედეთ და იმეცადინეთ“, – წერს ანა დოლიძე.
შეგახსნებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი – 38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული ოპოზიცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე – 10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება.