პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ამ დროის მონაცემებით იქნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მათი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.
“ამ მომენტისათვის 1000 უბნის მონაცემები გვაქვს და იკვეთება, რომ დიდი ალბათობით მეორე ტური იქნება” – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა და არჩევნების დასრულებისთანავე “ქართულმა ოცნებამ” გამოაქვეყნა “ფსიქო პროექტის” ეგზიტპოლი, სადაც 52, 3 პროცენტით ლიდერობდა სალომე ზურაბიშვილი, რის შემდეგაც “ოცნების” რიგმა ლიდერებმა გამარჯვებაც კი იზეიმეს.