“ქართული ოცნების” ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით მეორე ტურის მონაცემები არ არის.
“ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, ყველაფერი, რაც იქნება ამომრჩევლების შედეგი, იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს. ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს ღამით, გვიან, როცა იქნება პირველადი შედეგები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 52.3% -ით გაიმარჯვა.
“რუსთავი 2-ის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებით კი მეორე ტური გაიმართება.