არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულში, “ოცნებისა” და “ნაც.მოძრაობის” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მარნეულში სოფელ იმირის #59 საარჩევნო უბანზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ჩხუბის შედეგად დაზიანება მიიღო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ის პოლიციამ კლინიკაში გადაიყვანა. არეულობა კი მას შემდგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ მართველი გუნდი ამომრჩევლებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მტკიცებით ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი თენგიზ ნავერიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ისინი აიძულებდნენ ამომრჩევლებს ხმა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მიეცათ.

მარნეულის რაიონში არის ძალიან არეულობა. ეს შემოაქვს გამგეობის ხელმძღვანელობას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აქ ბრძანდება. ეს აძლევს მითითებას ყველას. ბატონი მამუკა ნავერიანი დაფიქსირებულია ყველა უბანში,“-აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

თავად თენგიზ ნავერიანი აცხადებს, რომ ის თვალყურს ადევნებს, რომ პროცესს და უბნის გარეთ ყოფნას მას კანონი არ უკრძალავს.

მე კანონი არ მიკრძალავს. ააა, “რუსთავი 2”? თქვენ არა სწორედ და მიკერძოებულად სვამთ კითხვებს. რატომ და მობილიზებული არისო თქვენ თვითონ ახდენთ უტრირებას. ეს არ შეიძლება. არ არის მობილიზებული. არასწორად სხვამთ კითხვას. აქ ვარ მე იმისთვის რომ თვალყური მივადევნო არჩევნების ობიექტურად მსვლელობის პროცესს,“-განაცხადა თენგიზ ნავერიანმა.

შეგახსენებთ, რიმ შსს-ს ინფორმაციით კონფლიქტში მონაწილე ორი პირია დაკავებული. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის პირველი მუხლით ედავება, რაც კენჭისყრის ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.  დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

იტვირთბა....