ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
უამრავი საჩივარი და შენიშვნებია უკვე. ამომრჩევლის აქტივობა ნორმალურია. მე მინდა, მივმართო ამომრჩეველს, გადადეთ ყველა საქმე და მიდით არჩევნებზე, რადგან თქვენ ირჩევთ საქართველოსა და თქვენი შვილების მომავალს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.