სოფელ ჯიმითში სოფლის რწმუნებულმა, ადგილობრივებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, სამწვადე მიუტანა. ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ „კურიერის“ ონლაინ სტუდიას მიაწოდა. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
მოქალაქის ინფორმაციით, სოფლის რწმუნებულმა, ღორის ხორცი სოფელში მიიტანა და სამწვადე ახლა ერთ-ერთი ადგილობრივის სახლშია.
„ვინც არის რწმუნებული, იმან უბან-უბან დაარიგა ღორის სამწვადე, რომ ხმა მიეცით სალომესო. ეს ინახება ახლა თამაზ შავლიაშვილთან,“ – აღნიშნა მოქალაქემ სატელეფონო ხაზზე საუბრისას.