“პოლიტიკაში არ ვაპირებ დაბრუნებას. მაქვს ძალიან საინტერესო საქმე. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ ყველას!”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.