არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ირმა ნიორაძე – მონტე-კარლოდან ჩამოვედი იმიტომ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დავუჭირო

პრიმა-ბალერინა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ჩამოვიდა, რათა მისი ხმა არ დაიკარგოს.

„დღეს დავბრუნდი მონტე კარლოდან!

მიმაჩია, რომ ეს ჩემი ვალდებულებაა!

მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს!

მყარად ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, პროდასავლურობას, ღირსებას ალტერნატივა არ აქვს!

კიდევ უფრო მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერს ტყუილი, სიძულვილის ენა, ცილისწამება, ფსევდოპატრიოტიზმი, შეურაცხყოფა და მათზე დამყარებული კამპანია ვეღარასდროს დაამარცხებს!

ჩამოვედი იმიტომ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დავუჭირო და ჩემი ხმაც არ დაიკარგოს!

მივალ და შემოვხაზავ 48-ს!!!“, – წერს პრიმა-ბალერინა „ფეისბუქში“.

იტვირთბა....