დღეს პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა.
“იმოქმედე დღეს, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს!
ზაზა სარალიძეს 4-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჩვენი უმოქმედობა ახლა ძალადობრივი და უსამართლო სისტემის გამარჯვებაა ჩვენზე, საქართველოს რიგით, დაუცველ, წესიერ მოქალაქეებზე.
ნუ დავტოვებთ ზაზა სარალიძეს მარტოს სასტიკი და ყრუ სისტემის წინაშე!
ნუ იქნება სულ ერთი!
მოდი დღეს 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან და დაუჭირე მხარი მამას, რომელიც სისტემის უსამართლობის და არაადამიანურობის მსხვერპლი გახდა”, – წერია აქციის აღწერაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ზაზა სარალიძე დააკავეს.