ხუხაშვილი გახლავთ უნიჭო ექსპერტი. ყველგან, ყველაფერი მოიარა, ძალიან ცუდად მოიქცა ჩვენთან და ჩემთან აღარ შემოესვლება მაგას ძალიან დიდი ხანია. სადაც კი შეიძლებოდა ყველას მიეკედლა და საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ნაციონალებთან გაფორმდა მაგის პოზიციიდან გამომდინარე. მე არ ვიცი ახლა მაგას ხელფასს უხდიან-არ უხდიან, მაგრამ პოზიციას, რასაც დღეს ეგ იჭერს, ერთი-ერთში ასხამს “ნაციონალების” წისქვილზე, მაგრამ მაგაზეც არავითარი პრობლემა არ მაქვს. მაგას ერთი პერიოდი ილუზია ჰქონდა, რომ ეგ მართავდა ყველა პროცესებს, ამ დროს, რომ ვიხსენებ, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ აქვს.
შევახსენებ ერთ-ერთ ბოლოს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო, წინა, სადაც მარგველაშვილი დომინირებდა, მახსოვს, რომ მე მაგის ანალიზს აღარ ვისმენდი უკვე და ლამაზად ვწევდი, რომ არ მეწყენინებინა, მაინც გამალებით მიაღწია, ჩამოვიდა ურეკში, ჩემთან და იქ დავუხურე პრინციპში, მაგის ანალიზი. თუმცა, ურთიერთობა არ შემიწყვეტია, როდესაც მარწმუნებდა, რომ ორი ვერსია აქვს, რა შემთხვევაშიც ბურჯანაძე გაიმარჯვებს, იქ მკვახედ ვუთხარი, რომ ორი ვერსიები შენთვის დამითმია-მეთქი, მაგაზე დროს არ დავხარჯავ, რომ მოგისმინო-მეთქი.
ესეთი ანალიტიკოსია და ესეთი ექსპერტია გია ხუხაშვილი. მოიქცა უღირსოდ და აღარც შემომიშვია და არც შემოვუშვებ”
ასე შეაფასა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტი გია ხუხაშვილი დღევანდელ ინტერვიუსას.