ახალი ამბები მედია მთავარი

ივანიშვილი – “რუსთავი 2-ს” არ მივცემ უფლებას, საზოგადოების ნაწილი სიცრუეში აცხოვროს

“რუსთავი 2″ მხოლოდ სიცრუეს ავრცელებს. დღევანდელ შეხვედრაზე მათი არყოფნა ამის მაგალითია. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ისინი იქნებიან თუ არა აქ, რადგან შედეგი მიღებულია. შედეგი არის ის, რომ დავეხმარები, რათა მაყურებლამდე განსხვავებული აზრი მიიტანონ. თუ ვერ მოახერხებენ, რისი დიდი ილუზიაც არ მაქვს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დაიტოვებენ, ასეთი სექტები მსოფლიოში უამრავია. მთავარი, რისთვისაც ვიბრძვი არის ის, რომ მათ სიცრუის გაყიდვა ძვირად ვერ მოახერხონ. იაფად და მდარედ საზოგადოების პატარა ნაწილზე, ეს ყველგან ხდება. ის, რომ მათ სიმართლის ეშინიათ და აქ არ მოვიდნენ, ეს არის ის, რასაც ვცდილობდი. მე გავაგრძელებ ამ ხაზს და არ მივცემ უფლებას არავის, რომ საზოგადოების ნაწილი სიცრუეში აცხოვროს. ეს მუქარად აღიქვეს და შეიძლება, მათთვის მუქარაც იყოს, რადგან სხვა პროდუქტი არ აქვთ. იმდენად ეშინიათ ჩემი იქ მისვლა, რომ მუქარაც კი დამიწყეს, რომ არ მივიდე. თუ საჭიროება დადგა იქაც მივალ და მათ ფორმატში მივიღებ მონაწილეობას”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

იტვირთბა....